სამართლებრივი დოკუმენტი

გამოყენების
პირობები

ბოლო განახლება: 2025 წელი  ·  neurosoma.ge

მნიშვნელოვანი: აპის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს ამ პირობებზე თანხმობას. გთხოვ ყურადღებით წაიკითხო.

შესავალი

„NeuroSoma" არის კეთილდღეობისა და თვითრეფლექსიის აპლიკაცია, რომელიც გთავაზობს სტრუქტურირებულ სომატურ პრაქტიკებს, ყოველდღიურ ფოკუსებს და რეფლექსიის ინსტრუმენტებს.

ამ აპის გამოყენებით შენ ეთანხმები გამოყენების პირობებს და პასუხისმგებლობის წესებს, რომლებიც აღწერილია ქვემოთ.

NeuroSoma არ წარმოადგენს სამედიცინო ან ფსიქოლოგიურ მომსახურებას და არ ცვლის პროფესიონალურ დახმარებას.

ვინ შეუძლია აპის გამოყენება

„NeuroSoma" განკუთვნილია სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის. აპის გამოყენებით შენ ადასტურებ, რომ ხარ მინიმუმ 18 წლის ან გაქვს კანონიერი უფლება გამოიყენო აპლიკაცია.

აპი განკუთვნილია ზოგადი კეთილდღეობის მხარდასაჭერად და არ წარმოადგენს სამედიცინო ან ფსიქოლოგიურ მომსახურებას.

თუ გაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხარ ორსულად, იმყოფები ლაქტაციის პერიოდში, გაქვს ალერგიული რეაქციები ან სხვა განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობა — პრაქტიკების გამოყენებამდე მიმართე კვალიფიციურ სპეციალისტს.

ანგარიშის უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა

შენ პასუხისმგებელი ხარ:

  • შენი ანგარიშის მონაცემებისა და პაროლის უსაფრთხოების დაცვაზე
  • აპში შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე
  • აპის გამოყენებაზე ამ პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

დასაშვები გამოყენება

აპის გამოყენებით შენ ეთანხმები, რომ:

  • არ გამოიყენებ აპლიკაციას ბოროტად და არ შეეცდები პლატფორმის მუშაობის შეფერხებას
  • არ გამოიყენებ NeuroSoma-ს უკანონო, შეცდომაში შემყვანი ან საზიანო მიზნებისთვის
  • არ შეეცდები სხვა მომხმარებლების მონაცემებზე უნებართვო წვდომას, შეცვლას ან გამოყენებას

ინტელექტუალური საკუთრება

„NeuroSoma"-ში არსებული ყველა მასალა და კონტენტი — მათ შორის ლოგო, დიზაინი, ტექსტები, ვიდეოები, პროგრამული კოდი და სხვა ელემენტები — წარმოადგენს „NeuroSoma"-ს ან მისი უფლებამოსილი პარტნიორების ინტელექტუალურ საკუთრებას.

ამ მასალების გამოყენება, კოპირება, გავრცელება ან გადამუშავება NeuroSoma-ს წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

„NeuroSoma" გთავაზობს ინსტრუმენტებს, პრაქტიკებს და ინფორმაციას ზოგადი კეთილდღეობის მხარდასაჭერად.

აპში მოცემული კონტენტი, პრაქტიკები და ნია წარმოადგენს დამხმარე ციფრულ ასისტენტს და არ იძლევა სამედიცინო ან თერაპიულ რჩევებს.

NeuroSoma არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე ან აპში მოცემული ინფორმაციის გამოყენების შედეგებზე. აპის გამოყენება ხდება მომხმარებლის საკუთარი პასუხისმგებლობით.

ანგარიშის შეწყვეტა

„NeuroSoma" იტოვებს უფლებას დროებით შეზღუდოს ან შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა აპლიკაციაზე, თუ მომხმარებელი არღვევს ამ გამოყენების პირობებს.

პირობების ცვლილება

NeuroSoma უფლებამოსილია დროდადრო განაახლოს ან შეცვალოს გამოყენების პირობები.

აპის გამოყენების გაგრძელება ცვლილებების შემდეგ ნიშნავს, რომ ეთანხმები განახლებულ პირობებს.

კონტაქტი

თუ გაქვს შეკითხვები ან სამართლებრივი საკითხები ამ გამოყენების პირობებთან დაკავშირებით, შეგიძლია დაგვიკავშირდე:

[email protected]

© 2026 NeuroSoma. ყველა უფლება დაცულია.

ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სამედიცინო სერვისს.